
Carrier — Carrier-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
სრული საინჟინრო მომსახურება ერთ სივრცეში
პროექტირებიდან მონტაჟამდე - ვუზრუნველყოფთ თქვენი შენობის ყველა საინჟინრო სისტემას.
Carrier-ის პროდუქციის სრული ასორტიმენტი
აირჩიეთ კატეგორია და გაეცანით ჩვენი ასორტიმენტის ტექნიკურ მახასიათებლებს.
ჩვენ შესახებ
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების პროექტირება, მონტაჟი, დიაგნოსტიკა და ტექნიკური მომსახურება. ვმუშაობთ როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ ობიექტებზე და ვქმნით კომფორტულ, ენერგოეფექტურ და უსაფრთხო გარემოს.
ჩვენ ვქმნით ერთიან და კოორდინირებულ საინჟინრო სისტემებს, რომლებიც მორგებულია თითოეული ობიექტის სპეციფიკასა და საჭიროებებზე.
გრინკლიმატის გუნდი გამოცდილი ინჟინრებისა და ტექნიკური სპეციალისტებისგან შედგება. თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით - ვიწყებთ ობიექტის საჭიროებების შეფასებით, ვასრულებთ ზუსტ საინჟინრო გამოთვლებს და ვეყრდნობით მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს.
ჩვენი მიზანია შევქმნათ საიმედო, ეფექტური და გრძელვადიანად გამართული საინჟინრო სისტემები.
- Carrier-ის ოფიციალური წარმომადგენელი
- სრული ციკლი - პროექტირება, მონტაჟი, სერვისი
- სერტიფიცირებული ინჟინერ-ტექნიკოსების გუნდი
რეალიზებული პროექტები
ჩვენი საინჟინრო სისტემები წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს წამყვან სასტუმროებსა და კომპლექსებში.
სანდო პარტნიორები მსოფლიოს მასშტაბით
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან და პარტნიორებთან, რათა საქართველოში შემოვიტანოთ თანამედროვე და სანდო კლიმატური ტექნოლოგიები.
დაგვიკავშირდით
ჩვენი გუნდი მზადაა, უპასუხოს თქვენს ნებისმიერ ტექნიკურ კითხვას და შემოგთავაზოთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.







